
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის მე -5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა დისტანციური სწავლის პროცესში, სახვითი ხელოვნების გაკვეთილებზე მუშაობის დროს, პედაგოგ ანნა ქავზინაძის ხელმძღვანელობით, შეძლეს საკუთარი ჩანაფიქრების განხორციელება და იმუშავეს პროექტზე -„იმოქმედე...გააკეთე რაც შეგიძლია იმით, რაც გაქვს...“.
მოსწავლეები პროექტში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორი დარიკო ხვედელიძე გახლავთ.
იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები: