
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებელმა ნანა ტვილდიანმა საინტერესო და სახალისო ღონისძიება - ნახატების კონკურსი მოაწყო!
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბავშვები ხალისით ჩაერთვნენ კონკურსში და კედელზე გამოფინეს თავიანთი ნახატები, რომელთაც მასწავლებელმა ნომრები მიანიჭა და მთელი სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ანონიმური კენჭისყრით ხმა მისცეს სასურველ ნახატს.
ყველა ნახატი მოსაწონი იყო, მაგრამ ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა:
1.თამარ ქურასბედიანი-I ადგილი;
2.თიკო მუსელიანი-II ადგილი;
3.მარიამ ლიპარტელიანი -III ადგილი.
ღონისძიება ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.
სკოლის დირექციამ გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით და საჩუქრებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები