წყალტუბოს N4 სკოლის დირექცია კონკურსის -„სხვა სამყარო ჩემი“ აქტიურ მონაწილეებს ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოებს
25-12-2020

2019-2020 სასწასვლო წლის 1 მარტიდან წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დისტანციურად მიმდინარეობდა კონკურსი: „სხვა სამყარო ჩემი“, სადაც 4 ნომინაცია: „აქტიური მკითხველი“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ნიჭიერი ხელოვანი“ და „ნიჭიერი დეკლამატორი“ იყო დაწესებული.

„კონკურსი დაიწო პანდემიის პირობებში, როცა ყველა ბავშვი ეპიდსიტუაციის გამო სახლში იყო იზოლირებული. სკოლამ გადაწყვიტა, რომ ყველა ბავშვი თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობებით და ჰობით ჩაერთო კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“, რათა უფრო კრეატიული და მოტივირებული გაეხადა ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება და ისინი აქტიურად ჩართული ყოფილიყვნენ სასკოლო ცხოვრებაში.

კონკურსმა მიზანი გაამართლა და უამრავი ბავშვი აგზავნიდა თავის ნაკეთობებს და ვიდეომასალებს დისტანციურად. უდიდესი მადლობა მათ და მათ მშობლებს.

ახალი წლიდან გვინდა ისევ განვაახლოთ კონკურსი: „სხვა სამყარო ჩემი“, ამიტომ გადავწყვიტეთ გასული სასწავლო წლის ყველაზე  აქტიური და გამორჩეული ბავშვები დავაჯილდოვოთ ფასიანი საჩუქრებით.

ნომინაციებში წარდგენილი მოსწავლეთა ნამუშევრების შესწავლა-დათვალიერების მიხედვით გამოიყო ყველაზე საინტერესო ნამუშევრები.

გთავაზობთ, გამარჯვებული მოსწავლეების სიას, ნომინაციების მიხედვით.

  1. „აქტიური მკითხველი“ - ელენე ლიპარტელიანი (II კლ.) ლილე ჩხაბერიძე (VII კლ.)
  2. „ნიჭიერი ხელოვანი“ - ზურაბ ჯოხაძე (VI კლ.) ნინო კირთაძე (IX) კლ.
  3. „ხელმარჯვე ოსტატი“ - ლევან ელბაქიძე (VI კლ.)
  4. „ნიჭიერი დეკლამატორი“ - მათე ტყეშელაშვილი, ანასტასია ლობჟანიძე (IX კლ.)

გამოვყავით ასევე ყველაზე აქტიური მონაწილეები, რომლებიც ყველა ნომინაციაში აქტიურობდნენ და გვიგზავნიდნენ სხვადასხვა აქტივობებს, ვიდეორგოლებს, გვიკითხავდნენ ლექსებს, გვაცნობდნენ წიგნებს და ა.შ. ეს გახლავთ მე-5 კლასის მოსწავლეები საბა თუთბერიძე  და დავით ბენიძე.

ნომინაციებში გამარჯვებული ბავშვების ნამუშევრები ყოველდღე  ქვეყნდება სკოლის გვერდზე და ყველას შეუძლია დაათვალიეროს მოსწავლეთა შემოქმედება..

ვულოცავთ გამარჯვებულ ბავშვებს, ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203