
ახალი წელი მოდის! 2021 წელთან შესახვედრად ემზადება თბილისის N62 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებლის, ინეზა ფრანგიშვილის მე-3 კლასი.
მასწავლებლის მიერ ონლაინსივრცეში გამორჩეული, საინტერესო, კრეატიული პროექტი „კოვიდი ახალ წელს ვერ მოგვტაცებს“ განხორციელდა.
გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით პატარებმა საახალწლო ქალაქები შექმნეს. მათემატიკისა და ხელოვნების ინტეგრირებით მასწავლებელმა შეძლო, გაეღვიძებინა მოსწავლეთა ფანტაზია, მოტივაცია, ინტერესი.
„ზღაპრული ქალაქები, ორიგინალური პრეზენტაციები წარადგინეს პატარებმა. მათ სამყაროში მოგზაურობისას ხვდები, რომ მომავალი ჩვენია. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები