„მუსიკის არა მხოლოდ მოსმენა, არამედ „დანახვაცაა“ შესაძლებელი“- ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებმა მუსიკაში სასწავლო პროექტი განახორციელეს
25-12-2020

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ რუსუდან აბაშიძის ხელმძღვანელობით, მუსიკაში სასწავლო პროექტი განახორციელეს.

„მუსიკის არა მხოლოდ მოსმენა, არამედ „დანახვაცაა“ შესაძლებელი. პროგრამული მუსიკის ილუსტრირება საინტერესო გამოწვევად იქცა ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის, პედაგოგ რუსუდან აბაშიძესთან ერთად.

უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებების (მოდესტ მუსორგსკი- „ქოხი ქათმის ფეხებზე“, პეტრე ჩაიკოვსკი- „კუდიანი დედაბერი“, სერგეი პროკოფიევი - „პეტია და მგელი“, „კონკია“, ანატოლი ლიადოვი - „კიკიმორა“, ენგებერტ ჰუმპერდინკი- „ჰენზელი და გრეტელი“) მუსიკის გაკვეთილებზე შესწავლის შედეგად, ზღაპრული სამყაროსა და პერსონაჟების მუსიკალური ვერსიები მათ საკუთარი ინტერპრეტაციით ასახეს ნახატებში, სადაც წარმოაჩინეს ფერის, მიმიკისა და კოსტიუმის მუსიკასთან საოცარი მისადაგების უნარი, რაც მათ საინტერესო, შემოქმედებით ხედვას უსვამს ხაზს!“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203