ჩოჩხათის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგ მაგული გუჯაბიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას ულოცავს
25-12-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის მასწავლებელმა, მაგული გუჯაბიძემ სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. 

სკოლის დირექცია პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ჩოჩხათის სკოლის მასწავლებელს, მაგული გუჯაბიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203