„ამაყობს თავისი შედეგით“- ოზურგეთის N2 სკოლის I კლასის მოსწავლემ, ილია ზედგინიძემ izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა
24-12-2020

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლემ, ილია ზედგინიძემ izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა. 

„ილია ზედგინიძე ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეა, მისი დამრიგებელი კი ირინა ყაზაიშვილია.
ილია ჯერ პირველ კლასშია და ამაყობს თავისი შედეგით. ისეთი ბედნიერი იყო, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს პირველი ცდა იყო მისთვის, შემდეგში კი კიდევ უფრო უკეთეს შედეგს დადებს. ილიას ძალიან მოეწონა izrune.ge-ს ტესტები. მოუთმენლად ელოდებოდა დღევანდელი დღის მოსვლას მადლობა თქვენ, ასეთი კარგი პროექტისთვის დიდი იმედებით ველოდებით ყოველი ხუთშაბათის მოსვლას“,- აღნიშნავს ილიას მშობელი მარიამ ერქომაიშვილი.

დღეს, 24 დეკემბერს, „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ სავარჯიშო ტესტის დღეა!

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203