გაიცანით, ანანო მალაყმაძე - ჩიქუნეთის საჯარო სკოლის izrune.ge-ში ჩართული აქტიური და წარმატებული მოსწავლე
24-12-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჩიქუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ანანო მალაყმაძე izrune.ge-ში ჩართული აქტიური და წარმატებული მოსწავლეა. მას ძალიან მოსწონს ტესტები და ყოველთვის წარმატებით ასრულებს.

„მე ვარ ანანო მალაყმაძე ჩიქუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლე, მე ძალიან მომწონს izrune.ge და განსაკუთრებულად გამიხარდა, რომ ინგლისურის ტესტებში მივიღე მონაწილეობა“,-ამბობს მოსწავლე.

დღეს, 24 დეკემბერს, „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ!“ სავარჯიშო ტესტის დღეა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203