თელავის N2 საჯარო სკოლაში ბულინგის საწინააღმდეგოდ მიმართული აქტივობები მიმდინარეობს
24-12-2020

თელავის N2 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს პედკოლექტივს და სკოლის მოსწავლეებს. სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეები მნიშვნელოვან  პროექტებში მონდომებით არიან ჩართულები.

„თელავის N2 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს პედკოლექტივს და სკოლის მოსწავლეებს და გაცნობებთ, რომ სკოლაში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: სხვადასხვა მასწავლებლების მიერ ჩატარდა გაკვეთილები, სადაც განიხილეს კონკრეტული სიტუაციები ბულინგთან დაკავშირებით, იმსჯელეს ბულინგის პრევენციის გზებზე. მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლი ბულინგის თემატიკაზე, მოაწყვეს დისკუსია. სკოლაში ყველა მოსწავლისათვის შეიქმნა ონლაინ საზიარო დაფა (padlet), სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი აზრი ბულინგის თაობაზე და მისი პრევენციის გზებზე.

ბულინგთან დაკავშირებული აქტივობები სკოლაში კვლავაც მიმდინარეობს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203