„ხაშურის მეშვიდე წარმატებების ადგილია„- ხაშურის N7 სკოლის დირექტორი მანანა ლაცაბიძე პირველ სემესტრს აფასებს
24-12-2020

ხაშურის N7 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ლაცაბიძე 2020 წლის მიწურულს სასწავლო წლის პირველ სემესტრს აფასებს და მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს დამდეგ ახალ წელს ულოცავს. 

„დასრულდა რთული და საინტერესო გამოწვევებით აღსავსე პირველი სემესტრი.

ხაშურის მეშვიდე წარმატებების ადგილია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ერთ გუნდად შეკრული მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლებისთვის მიუღწეველი წარმატებები არ არსებობს.

ბედნიერი ვარ, რომ ვხელმძღვანელობ დიდი ტრადიციების ასწლოვან სკოლას. ამაყი ვარ თქვენით. მინდა, ახალ წელს სულიერი სიმშვიდე, ჯანმრთელობა, დასახული მიზნების ასრულება გისურვოთ.

ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2021 წელი. გილოცავთ!“,- წერს მანანა ლაცაბიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203