
ბათუმის N22 საჯარო სკოლის Iბ კლასის პედაგოგმა გულნარა კახიძემ მოსწავლეებს დამდეგი ახალი წელი ორიგინალურად მიულოცა.
პედაგოგმა პირველკლასელებს საახალწლო მისალოცი ვიდეოკოლაჟი მოუმზადა.
მშობლები პედაგოგს მადლობას უხდიან.
„მიიწურა უჩვეულო 2020 წელი, განსაკუთრებით კი პირველკლასელთათვის აღმოჩნდა ეს წელიწადი რთული, მაგრამ არანაკლებ რთული იყო მათი მასწავლებლებისთვისაც, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენმა გამორჩეულმა და შრომისმოყვარე მასწავლებელმა გულნარა კახიძემ მოახერხა სასიამოვნო, მშვიდი, სასწავლო გარემოს შექმნა ჩვენი პატარებისთვის, მისმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგიც გამოიღო, ბავშვები დაეუფლნენ კითხვის ტექნიკას, ისწავლეს ანგარიში, ეს არ იკმარა ჩვენმა საყვარელმა მასწავლებელმა და საახალწლოდ პატარებისთვის მოამზადა მისალოცი ვიდეოკოლაჟი, რისთვისაც ყველა მშობლის სახელით დიდ მადლობას ვუხდი....უფალმა ჯანმრთელობა და სულიერი სიმტკიცე არ მოგაკლოთ, რათა კიდევ ბევრ თაობას გაულამაზოთ ბავშვობის წლები...“,- ნათქვამია მადლობის წერილში.
იხილეთ ვიდეო