ფარხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში პირველი სემესტრის განმავლობაში ორმა მასწავლებელმა აიმაღლა სტატუსი
23-12-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარხანაყანევის N1 საჯარო სკოლამ სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დაძლია. გაკვეთილები მოსწავლეებს დისტანციურად უტარდებოდათ. ორმა პედაგოგმა კი მიმდინარე სემესტრში სტატუსი აიმაღლა.

„ჩვენთან დეკემბრის თვეში მთლიანად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს სწავლა... (მიზეზი ის იყო, რომ სკოლის პედაგოგს და მოსწავლის რამდენიმე მშობელს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია)

პირველი სემესტრის განმავლობაში სკოლის ორმა მასწავლებელმა: გერმანული ენის პედაგოგმა ლელა ციბაძემ და რუსული ენის პედაგოგმა ია ჭყონიამ წარმატებით გაიარეს (ონლაინ) გარე დაკვირვება და წამყვანის სტატუსი მიიღეს“,-აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203