დისტანციურად ჩატარებული გარე დაკვირვების გაკვეთილები და კომპლექსური შემაჯამებელი სამუშაოები - თბილისის N37 სკოლა სემესტრს აჯამებს
23-12-2020

თბილისის №37 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის მიწურულს სასწავლო წლის პირველ სემესტრს აჯამებს. 

სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ. პედაგოგები კი პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნავდნენ.

„2020 - 2021 წლის პირველ სემესტრში განვახორციელეთ პროექტი - „არა ძალადობას“, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც უფროსკლასელები, ასევე დაწყებითი კლასის მოსწავლეები.

ჩატარდა გარე დაკვირვების გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში. სადაც წარმატებით აიმაღლა სტატუსი პედაგოგმა, თამარ ჩხაიძემ.

სკოლამ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დაიწყო აქტიური მუშაობა, მომზადდა არაერთი კომპლექსური შემაჯამებელი სამუშაო. ბავშვები დიდი ხალისით ასრულებენ დავალებებს“,- ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203