ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში მონდომებით არიან ჩართულნი
23-12-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხულგუმოს საჯარო სკოლაში გაკვეთილები დისტანციურად ტარდება. მოსწავლეები პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ გაკვეთილს და სასწავლო პროცესში აქტიურად ერთვებიან. მიუხედავად, რიგ შემთხვევებში, ტექნიკური ხარვეზებისა, სასწავლო პროცესი სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„სწავლება მიმდინარეობს ნორმალურ პირობებში, მოსწავლეები არიან მონდომებულნი და დიდი პასუხისმგებლობით მონაწილეობენ დისტანციურ გაკვეთილებზე. პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩნდება ტექნიკური ხარვეზები, რომლების აღმოფვრასაც შეძლებისდაგვარად ვცდილობთ.

განსაკუთრებით აღვნიშვნავდით მშობლების აქტიურობას, რომლებიც არიან ძალიან ყურადღებიანი და პირველსავე გამოძახებაზე კონტაქტზე გამოდიან. ასევე ვასრულებთ შემაჯამებელ სამუშაოებებს, თუმცა ხანდახან გვექმნება ინტერნეტის პრობლემა, მაგრამ ყოვლისგან გამომდინარე, ვცდილობთ, გადავჭრათ ზემოაღნიშნული საკითხი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203