ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩურჩხელას რეკლამა მოამზადეს
23-12-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები და საინტერესო აქტივობებს ახორციელებენ.

მარი, ნინი და ბარბარე ჯორბენაძეებმა ჩურჩხელის რეკლამა ჩაწერეს, ვიდეო კი მასწავლებელსა და თანაკლასელებს გაუზიარეს. მოსწავლეები ჩურჩხელის დამზადების რეცეპტს გვასწავლიან. მათ საახალწლო ტკბილეული გემრიელად და საინტერესოდ წარმოგვიდგინეს.

გოგონები მესამე კლასის წარჩინებული მოსწავლეები არიან.


იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203