რუსთავის N5 სკოლის მეორეკლასელებს ონლაინ გაკვეთილზე საყვარელი მასწავლებელი ესტუმრა
22-12-2020

რუსთავის N5 საჯარო სკოლის II კლასს მათემატიკის გაკვეთილზე სტუმრად ეწვია ტელე-სკოლის მათემატიკის მასწავლებელი დაჩი ნანობაშვილი. ის პატარებს ესაუბრა თემაზე -„რიცხვის უახლოესი ხუთეული, ათეული, ოცეული“.

„გაკვეთილმა მხიარულად ჩაიარა, ბავშვებს ძალიან უყვართ დაჩი მასწავლებლის გაკვეთილები და მისი ხშირი მაყურებლებიც არიან, ამიტომ მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იგი დაგვპირდა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ სკოლაშიც დიდი სიამოვნებით გვესტუმრება“,-აღნიშნავს კლასის დამრიგებელი ლელა ძებნიაური.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203