ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში „გალაკტიონ ტაბიძის საღამო“ ჩატარდა
22-12-2020

21 დეკემბერს, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სახელწოდებით -„გალაკტიონ ტაბიძის საღამო“.

შეხვედრაზე განხილული თემები:

  1. პოეზიის არსი;
  2. გალაკტიონის დაბადება/აღზრდა/განათლება;
  3. 3.დაოჯახება;
  4. გალაკტიონი და მეგობრები;
  5. ახალგაზრდობის პერიოდი;
  6. შემოქმედება;
  7. თვითმკვლელობა/გარდაცვალება/ხსოვნა.

„შეხვედრას ესწრებოდა 20 მოსწავლე. მათ შორის, ჩვენი სკოლის ყველაზე აქტიური (პირველი კლასის!) მოსწავლე - თამარ ტუტლიაევი. მან დამსწრე საზოგადოებას რამდენიმე ლექსი (მათ შორის გალაკტიონის „ქარი ქრის..“) წაუკითხა. თამარმა თავისი გადმოცემის უნარით ყველა გააკვირვა. მადლობას ვუხდით დამსწრე საზოგადოებას გამოჩენილი ინტერესისთვის და ჩართულობისთვის!“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203