თბილისის N178 სკოლაში ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს ონლაინ ღონისძიება მიუძღვნეს
22-12-2020

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის V კლასში ვახტან გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ლიტერატურულ - ისტორიული ღონისძიება - „მტერს ხაფი ხმით დაჰკიოდა და ზურგის ძვალს უბზარავდა“ ონლაინ ჩატარდა.

„სკოლის კედლებს მონატრებულები, ვცდილობთ მოსწავლეებს შევუქმნათ დადებითი განწყობა ამ პანდემიის პირობებში, გავუხალისოთ და გავუფერადოთ ერთფეროვანი დღეები. გადავწყვიტე, როგორც კლასის დამრიგებელმა და ისტორიკოსმა გამომეყენებინა და არ ჩამეგდო ტრადიციისამებრ 13 დეკემბერი, დიდი ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღე, მოსწავლეები დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ ჩემს წამოწყებას და მივიღეთ საინტერესო ღონისძიება“, -ამბობს კლასის დამრიგებელი ლია ჯანაშია.  

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203