
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლის დირექტორმა და ამავე დროს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა ინასარიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და სტატუსი აიმაღლა.
სკოლის თანამშრომლები ულოცავენ მას ამ დიდ წარმატებას და მომავალში კიდევ უსურვებენ წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.