თბილისის კერძო სკოლა „მერმისში“ „მათემატიკური კვირეული“ გაიმართა.
კვირეული საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული.
სკოლის მათემატიკის პედაგოგი თამუნა გოგიშვილი გახლავთ.
„პირველი სემესტრის მიწურულს მათემატიკური კვირეულის დროც დადგა!
- მესამე და მეოთხე კლასელებმა ამოცანის პერსონაჟები გააცოცხლეს და მოარგეს რეალურ ვითარებას.
- სასწავლო დღეების განმავლობაში მონაცვლეობით წარმოგვიდგენდნენ თოჯინების თეატრს.
- ელექტრონული რესურსების დახმარებით ვთამაშობდით „გართობანას“.
- მეექვსე კლასელები კი მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ლოგიკური ამოცანების ამოხსნით აგროვებდნენ საფინალო ქულებს, პარასკევს კი ჩატარდა გრანდიოზული ფინალი - მათემატიკური შერკინება !
- მათემატიკური შერკინება შედგებოდა სხვადასხვა ყოვლისმომცველი ტურებისგან, როგორებიცაა - ზოგადი ტური (პოსტერების გამოცნობა), ამოცანების ტური, ჩემი ჩუმი ჩანაფიქრის ტური (მათემატიკურ წესებსა და კანონებზე დაყრდნობილი), In my box (რა დევს ჩემს ყუთში?! ), ბლიც ტური და შემოქმედებითი ტური“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
გთავაზობთ შემოქმედებითი ტურის ამსახველ ფოტომასალას: