ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა
22-12-2020

ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა. აქტივობის მიზანი მოსწავლეებში დემოკრატიის მექანიზმებისა და კონსტიტუციური უფლებების გათავისება იყო.

„2020 წლის 27 ოქტომბერს ქუთაისის N15 საჯარო სკოლამ ონლაინ ჩაატარა არჩევნები უმნიშვნელოვანეს პროექტში მონაწილეობით U18 ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

მიზანი: მოსწავლეებმა იმიტირებული არჩევნების ჩატარების საფუძველზე გაითავისონ დემოკრატიის მექანიზმები, კონსტიტუციური უფლებები, შეძლონ პროირიტეტების გამოკვეთა და გონივრული არჩევანის გაკეთება. საარჩევნო კომისიის წევრთა როლების გათამაშებისა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზეაიმაღლონ საარჩევნო კულტურა.

პროექტს ახორციელებს: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ორგანიზაციების „სიქა“, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს, ბერლინის განათლების, ახალგაზრდობისა და მეცნიერების დეპარტამენტის სენატისა და ბერლინის საქველმოქმედო ასოციაცია პარიტეტის მხარდაჭერით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები


ვიდეო იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203