გელათის საჯარო სკოლის მასწავლებლები საუნივერსიტეტო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
22-12-2020

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტმა გამართა მასწავლებელთა IX საუნივერსიტეტო კონფერენცია, რომელშიც ტყიბულის მუნივიპალიტეტის გელათის საჯარო სკოლის მასწავლებლები: ელისო მაწკეპლაძე, ხათუნა კაპანაძე, ნათია იდაძე და ასმათი დათიაშვილი მონაწილეობდნენ.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო, კონფერენცია ჩატარდა ონლაინ ფორმატში, zoom-ის პლათფორმაზე.

ამ ჯერზე კონფერენციაზე გაშუქდა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში არსებული პერსპექტივები და გამოწვევები.

გელათის სკოლის მასწავლებლები აქტიურად ჩაერთვნენ კონფერენციის მიმდინარეობაში, გაიზიარეს და გააზიარეს გამოცდილება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203