
ბათუმის N8 საჯარო სკოლის IIIე კლასის მოსწავლეებმა ნახეს და განიხილეს მონო-სპექტაკლი „კოკროჭინა“. პატარებმა გაარკვიეს ზღაპრის დედააზრი და დაახასიათეს გმირები.
დისკუსიაში აქტიურად იყო ჩართული მოწვეული სტუმარი, მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქო-სოციალური ცენტრის სოციალური მუშაკი ლიანა გრიგოლია.
კლასის ხელმძღვანელი ირმა დევაძეა.
„დისკუსია წარიმართა როგორც ბავშვის უფლებებზე, ასევე მათ მოვალეობებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე,თუ რა მაგიური ძალა აქვს თავაზიანობის გამომხატველ სიტყვებს: „მადლობა“, „ბოდიში“, „თუ შეიძლება“, „მაპატიე“... ეს სიტყვები ხომ ადამიანის მეტყველებას სასიამოვნოს, უფრო თბილსა და კეთილგანწყობილს ხდის?!
სტუმარმა პასუხი გასცა მოსწავლეთა შეკითხვებს. მისი რჩევები მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.