მარტყოფის N1 სკოლის მოსწავლეებმა, ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში, საკონკურსო ნაშრომები შექმნეს
22-12-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

მე-6 კლასის მოსწავლეებში გამოცხადებულ სასკოლო კონკურსში - ელექტრონული პოსტერის დამზადება თემაზე - „როგორ ვებრძოლოთ ბულინგს“, სკოლის 43 მეექვსე კლასელიდან მონაწილეობა 15-მა მოსწავლემ მიიღო.

„საკონკურსო კომისიამ შეარჩია საკონკურსო პირობებთან შესაბამისი 8 საუკეთესო ნაშრომი:

  1. კახურაშვილი ნიკოლოზი მე-6;
  2. კავთუაშვილი ლუკა მე-6;
  3. გელიაშვილი მარიამი მე-6;
  4. უსტარაშვილი ფარნა მე-6;
  5. სათხუციშვილი სანდრო 6;
  6. ახობახე თამარი მე-6;
  7. კირეულიშვილი ნიკოლოზი მე-6;
  8. კეჟერაშვილი დიანა მე-5.

ვულოცავთ მონაწილეებს წარმატებას და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ჩართულობისთვის“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

მოსწავლეთა ნამუშევრები იხილეთ ბმულზე

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203