ბათუმის N18 სკოლის მოსწავლეებმა ზღაპრის გმირების როლი მოირგეს
21-12-2020

ბათუმის N18 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა ზღაპრის გმირების როლი მოირგეს.

მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.

„III კლასს ჯადოსნური ქვეყნიდან ზღაპრის გმირები ეწვივნენ. ისინი თავის შესახებ საინტერესო ამბებს გვიამბობენ“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაცაში.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს. 

პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან. მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.

იხილეთ ვიდეოები











 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203