„საახალწლო ტრადიციები საქართველოში“ - თბილისის N178 სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება განსხვავებულ ფორმატში ჩაატარეს
21-12-2020

„საახალწლო ტრადიციები საქართველოში“ - ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის  თბილისის N178 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება განსხვავებულ ფორმატში ჩაატარეს. კლასის დამრიგებელი თინათინ  პაპუაშვილია.

„ახალი წელი ყველასათვის სიახლესთან, იმედთან, ახალ ცხოვრებასთან, ბედნიერებასთან და საყვარელ ადამიანებთან ასოცირდება. შობა-ახალ წელს ყოველთვის ახლავს განსაკუთრებული, შთამბეჭდავი ღონისძიებები, ბევრი ტკბილეული, უახლოესი ადამიანების გარემოცვა, თუმცა, კორონავირუსმა წელს ეს ტრადიციაც შეცვალა. მიუხედავად ამისა, პანდემიამ ვერ შეცვალა ჩვენი განწყობა და მართალია განსხვავებულ ამპლუაში, მაგრამ მაინც წარმოგიდგენთ III კლასს ვიდეორგოლით - „საახალწლო ტრადიციები საქართველოში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი და მოსწავლეთა ვიდეოს გვთავაზობს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203