
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის თანამშრომლები ყოფილ დირექტორს, ზეინაბ ბერიძეს თავდაუზოგავი შრომისა და ამაგისთვის მადლობას უხდიან.
„ზეინაბ ბერიძე 6 წლის მანძილზე გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმითა და კარგი მენეჯერული უნარებით. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და მხარდაჭერაში, მისი დამსახურებით სკოლას არაერთ წარმატებულ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი ხელმძღვანელობით სკოლაში ჩამოყალიბდა ლიტერატურული კლუბი, მისივე ინიციატივით შეიქმნა ფოლკლორული ანსამბლი „ნანინა“. ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლა ზეინაბ ბერიძეს დიდ მადლობას უხდის თავდაუზოგავი შრომისა და ამაგისათვის“,-ნათქვამია მადლობის წერილში.