ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის პედაგოგი აფატ მუსტაფაევა მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან ონლაინ გაკვეთილებს უტარებს
21-12-2020

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში ონლაინ გაკვეთილები გრძელდება. პედაგოგი აფატ მუსტაფაევა ​ მე-10 კლასს მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდის.

მისი თქმით, ონლაინ გაკვეთილები მას სრულფასოვანი გაკვეთილების ჩატარებაში ხელს არ უშლის. პირიქით მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ინტერნეტს იყენებს, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო მასალას პოულობენ, რაც პედაგოგს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაში ეხმარება. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203