
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტყაჩირის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგის პედაგოგს, იამზე თუთბერიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
პედაგოგი აქტიურადაა ჩართული მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის სქემაში და სტატუსის ასამაღლებლად ყველა კომპონენტი წარმატებით დაძლია.
სკოლის დირექცია ულოცავს მასწავლებელს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებს მას.