მარტყოფის N1 სკოლის კომისიამ, ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში, 14 საუკეთესო ნაშრომის ავტორი გამოავლინა
21-12-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში დასრულდა ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის „არა ძალადობას! ძალა უფლებას“ ფარგლებში გამოცხადებული სასკოლო კონკურსებისა და აქტივობების სერია.

ნახატების კონკურსი ბულინგის თემაზე სკოლაში I-V კლასის მოსწავლეებში 29 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლი გამოცხადდა. 

პირობები ასეთი იყო:

1. მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ ნახატი ბულინგის რომელიმე ფორმის: დაცინვის, გარიყვის, მეტსახელების დაძახების, კიბერბულინგის და სხვ. შესახებ;

2. ნახატი შესრულებული უნდა იყოს სხვადასხვა ფერში, იყოს პოზიტიური, ჰქონდეს ბულინგის საწინააღმდეგო შინაარსი/ იდეა და გამოხატავდეს მოსწავლის დამოკიდებულებას;

3. მოსწავლეებმა ნაშრომები უნდა გადააგზავნონ ხელოვნების მასწავლებლებთან, რომლებიც ატვირთავენ ნახატებს საკონკურსო კომისიის ჯგუფში. კომისია 2 დღეში გამოავლენს 15-მდე საუკეთესო ნაშრომს;

4.ნაშრომს მარჯვენა ქვედა კუთხეში უნდა ეწეროს მოსწავლის სახელი, გვარი და კლასი.

კონკურსის შედეგები ასეთია: სკოლის დაწყებითი საფეხურის 1-5 კლასის მოსწავლეებიდან ნახატების კონკურსში მონაწილეობა მიიღო 54 -მა მოსწავლემ, რომელთა შორის საკონკურსო კომისიამ 14 საუკეთესო ნაშრომის ავტორი გამოავლინა:

  1. გიორგი ავალიანი - 1ა
  2. ნინო ოსიაშვილი - 1ა
  3. თამარი კანდელაკი - 1ა
  4. კახაბერ სტეფანაშვილი - 2ბ
  5. იაკობ სტეფანაშვილი - 2ა
  6. ანტონი მანავლიშვილი - 3ბ
  7. გიორგი ლორიაშვილი - 4ა
  8. თეკლა შიოშვილი- 4ა
  9. სანდრო სტეფანაშვილი - 4ა
  10. ლეო ავალიანი - 4ბ
  11. ლიკა ჯერენაშვილი -5გ
  12. ელენე ავალიანი - 5ა
  13. მარიამ ითაშვილი -5ბ
  14. ანი ლორიაშვილი -5ბ

სკოლა მადლობას უხდის ყველა მონაწილე მოსწავლეს, მათ ხელოვნების მასწავლებლებს, დამრიგებლებს და მშობლებს, ასევე საკონკურსო კომისიას.

ყველა მონაწილე მოსწავლეს გადაეცემათ სიგელები“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203