ხრეითის N2 საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს სტატუსის ამაღლებას ულოცავს
21-12-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - ციალა კაპანაძემ და თამარ მიხელიძემ სტატუსი აიმაღლეს. ციალა კაპანაძემ წამყვანის სტატუსი მოიპოვა, თამარ მიხელიძეს კი უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი წამყვანის სტატუსს ულოცავს ამავე სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს ციალა კაპანაძეს, აგრეთვე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას ვულოცავთ თამარ მიხელიძეს. ვუსურვებთ მათ წინსვლას და წარმატებას როგორც პირად, ასევე პედაგოგიურ საქმიანობაში“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203