წნორის N3 საჯარო სკოლაში პროექტი - „კარანტინ-art“ ხორციელდება
21-12-2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლაში პროექტი - „კარანტინ-art“ ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები საყვარელ კინოგმირებს განასახიერებენ. 

„გაზაფხულზე, კარანტინის დროს, წნორის N3 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგს, მარინა ბოქოლიშვილს გაუჩნდა იდეა გაეკეთებინა საინტერესო პროექტი, სადაც მოსწავლეები დისტანციურად შეძლებდნენ მონაწილეობას.

„კარანტინ-art“-მა დიდი მოწონება დაიმსახურა და ბევრი სთხოვდა გაეგრძელებინა....

სწორედ ამიტომ!!!!! დაიწყო „კარანტინ-art“-ის მეორე სეზონი!!! ახლა ბავშვები საყვარელ კინოგმირებს განასახიერებენ.

კონკურსი დაიწყო გამოქვეყნებისთანავე და დასრულდება 25 დეკემბერს 12:00 საათზე. გამარჯვებული იქნება ფოტო, რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს. გამარჯვებული ფოტოს ავტორი დაჯილდოვდება!

წარმატებებს ვუსურვებთ წნორის N3 სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებელს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203