გორის N12 სკოლაში, დისტანციური სწავლების მიუხედავად, ტრადიციას არ უღალატეს და სკოლის შენობა საახალწლოდ გაანათეს
21-12-2020

გორის N12 საჯარო სკოლაში, დისტანციური სწავლების მიუხედავად, ცდილობენ მოსწავლეთა საახალწლო განწყობაზე იზრუნონ. სკოლაში ტრადიციას წელსაც არ უღალატეს სკოლის შენობა საახალწლო განათებებით მორთეს. 

„ყოველი წლის 17 დეკემბერს, სკოლა ნათდება. ვალამაზებთ ხოლმე საახალწლოდ. ახლა სწავლას დისტანციურ რეჟიმში ვაგრძელებთ, თუმცა ვცდილობთ ტრადიციას არ ვუღალატოთ.

სკოლის შენობამ მოსწავლეების გარეშე თითქოს არსებობა შეწყვიტა. დგას ეულად, ცარიელი, გაყინული და დარდიანი. ვერ ხვდება, რატომ აღარ ისმის ბავშვების ჟრიამული, რატომ აღარ არის ჩვეული ფაციფუცი.

სკოლის სიმყუდროვე - ჟრიამულს თავისი სითბო აქვს, მიეფიცხები, და თბები. ყველას სწვდება ეს სითბო. ხოდა გინაწილებთ ამ სითბოს საახალწლოდ განათებული სკოლით! მალე დავბრუნდებით!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203