„სკოლას მუდამ ეამაყოს ასეთი წარმატებებით“-​წასრის საჯარო სკოლა პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას ულოცავს
21-12-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წასრის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - ნაზი ცერცვაძემ, ანგელინა იაკობიძემ და ელისო დოღაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.

სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

„ვულოცავთ წასრის საჯარო სკოლის პედაგოგებს ნაზი ცერცვაძეს, ანგელინა იაკობიძეს და ელისო დოღაძეს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება. სულ წინსვლა და წარმატებები. წასრის საჯარო სკოლას სულ მუდამ ეამაყოს ასეთი წარმატებებით“,- ნათქვამია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203