ბათუმის N8 სკოლის მეხუთეკლასელებმა „წუნა და წრუწუნა“ კინორეჟისორ გიორგი უღრელიძესთან ერთად განიხილეს
21-12-2020

მეგობრობის, ურთიერთობის, დახმარების, სიყვარულის თემა - ასე დაინახეს ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-5 ე კლასის მოსწავლეებმა, ქართულ-ხალხურ მულტფილმში - „წუნა და წრუწუნა“.

მათ მოაწყვეს ფილმის ონლაინ განხილვა ბათუმელ კინორეჟისორ გიორგი უღრელიძესთან ერთად.

„მოსწავლეებს უამრავი კითხვა და აზრი დაებადათ, მათ გარკვეული პერსონაჟები ინგლისურადაც კი დაახასიათეს...აქტივობებში ყველა მოსწავლე თანაბრად იყო ჩართული...

ანალიტიკური აზროვნება პროგრესის საფუძველია..

„საუკეთესო მოსწავლეები მყავს მე“!!! - აღნიშნავს კლასის დამრიგებელი ნანა მალაყმაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203