გელათის საჯარო სკოლას იანვრიდან 15 წამყვანი მასწავლებელი ეყოლება
21-12-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

გელათის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წლის ოქტომბერ-დეკემბერში წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება 9 მასწავლებელმა: ეკა ნიშნიანიძემ (ქიმია), ფატი ბიბილეიშვილმა (გეოგრაფია), ნათელა გაბუნიამ (რუსული ენა), მზია გოქაძემ (მათემატიკა), სალომე ლომთაძემ და თეონა გიორგაძემ (ინგლისური ენა), ელიზა ფრუიძემ (ქართული ენა და ლიტერატურა), ეკატერინე ჩხიკვაძემ (ბუნებისმეტყველება), თეა ღვინიანიძემ (ფიზიკა).

სასწავლო წლის დასაწყისში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ქეთევან ტყაბლაძემ.

ხოლო 2019-2020 სასწავლო დასაწყისში სკოლას უკვე ჰყავდა 5 წამყვანი მასწავლებელი: ელისო მაწკეპლაძე (ქართული ენა და ლიტერატურა), ხათუნა კაპანაძე (ბიოლოგია), ასმათი დათიაშვილი (ინგლისური ენა), ნათია იდაძე (დაწყებითი კლასების), ნატო ნემსაძე (მათემატიკა).

2021 წლის იანვრიდან სკოლას სულ 15 წამყვანი მასწავლებელი ეყოლება.

„სკოლა ამაყობს მიღწეული წარმატებებით. „ჩვენ ერთი გუნდი ვართ!“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203