ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პირველი სემესტრი სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა
18-12-2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის პედაგოგმა თამარ ტყებუჩავამ მოსწავლეებს პირველ სემესტრში ბევრი მრავალფეროვანი აქტივობა შესთავაზა და მათი უნარ-ჩვევები კიდე უფრო გააღრმავა.

„ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით მე-2 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ძალიან სახალისო დავალებებია. ეს კიდევ უფრო ხალისიანს ხდის გაკვეთილს და მოსწავლეები ხალისით ამზადებენ.

ჩვენი სკოლის მასწავლებელმა, თამარ ტყებუჩავამ თავის მოსწავლეებთან ერთად არაერთი სახალისო და საინტერესო დავალება შესარულეს სასწავლო წლის პირველ სემესტრში: „როგორ ვაქციოთ ძველი და უსარგებლო ნივთები სასარგებლოდ“, „როგორ ვიზრუნოთ სკოლაზე“, „როგორ შევქმნათ ბინადარი ფრინველების დაცვის კლუბი“, „როგორ აღმოვაჩინოთ საინტერესო პროფესიები“, „როგორ შევადგინოთ კატალოგი იშვიათ ცხოველებსა და ფრინველებზე?“ მასწავლებელთან ერთად დაამზადეს მიკროფონები. გახდნენ ჟურნალისტები და წარმოადგინეს ძალიან საინტერესო „სიუჟეტების“ პრეზენტაცია“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203