გურკელის საჯარო სკოლის მოსწავლე ინა ბერძენიშვილმა მათემატიკის ოლიმპიადაზე წარმატება მოიპოვა
18-12-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის გურკელის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილეობენ.

მე-11 კლასის მოსწავლე ინა ბერძენიშვილმა „კენგურუს“ კონკურსში წარმატება მოიპოვა და გამარჯვებული მოსწავლე დიპლომით დაჯილდოვდა.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ ინას მიღწეულ წარმატებას.

ოლიმპიადის მიზანია მათემატიკის ცოდნის ამაღლება და გავრცელება, სკოლებში მათემატიკური განათლების მხარდაჭერა და საზოგადოებაში მისი პოზიტიური აღქმის ხელშეწყობა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203