კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული გაიმართა
18-12-2020

თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

კვირეულის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება და განხილვა; პედაგოგებმა მოამზადეს პრეზენტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეს უმნიშვნელოვანეს თემებზე; ასევე, უფროსკლასელებმა დამოუკიდებლად მოამზადეს პრეზენტაციები; დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით შექმნილ ნამუშევრებში გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება.

მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები და პლაკატები

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203