წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარნენ
18-12-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლის „არაფორმალური განათლების კვირეულში“ ჩართულმა მონაწილეებმა განახორციელეს მინი-პროექტი, რომლის მიზანი ხუთი მოწყვლადი ოჯახის დახმარება იყო.

„შევიძინეთ პირველადი მოხმარების პროდუქტები და დავარიგეთ. ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრს დაბადების დღე ჰქონია და ძალიან გაუხარდა ჩვენი მისვლა. მადლობა მერიას ამ შესაძლებლობისთვის!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

პროექტი განხორციელდა საინიციატივო ჯგუფის „მომავლის კლუბის“ ორგანიზებითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის - „ახალგაზრდული იდეების“ კონკურსის ფარგლებში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203