უდის N1 სკოლაში ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა
18-12-2020

იოკიმე ბალახაშვილის სახელობის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N1 საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულში ჩაერთო. კვირეულის ფარგლებში სკოლაში სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა. 

კვირეულზე განხილული იყო ბულინგი, ოჯახური ძალადობა და სხვა. მისი მიზანია სკოლებში ძალადობის პრევენცია და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა. კვირეული ჩატარდა როგორც დისტანციურ ასევე ჩვეულ რეჟიმში, მონაწილეობდნენ სკოლის მე-7, მე-10 და მე-9 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები.

კვირეულს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ირმა პარუნაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203