გაიცანით, ცოლ-ქმარი გენადი ბილვანიძე და ნატო აბაშიძე, რომლებმაც ქალაქს ფაჩხის საჯარო სკოლის მასწავლებლობა ამჯობინეს
17-12-2020

გაიცანით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხის საჯარო სკოლის პედაგოგები - ცოლ-ქმარი გენადი ბილვანიძე და ნატო აბაშიძე.

გენადი ბილვანიძე მეუღლესთან ერთად სოფელში დაბრუნდა და ადგილობრივ სკოლაში მუშაობს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ქალაქში ცხოვრებას სოფლის სკოლაში სწავლება და ადგილობრივი ბავშვების სწავლა-განათლებაზე ზრუნვა ამჯობინა. 

გენადი ბილვანიძე - ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელია. ნატო აბაშიძე - კი დაწყებითი კლასების (კომბინირებული) უფროსი მასწავლებელი გახლავთ.

პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო პროექტებს და დავალებებს სთავაზობენ და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაზე ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203