
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში კომპლექსური დავალება შეასრულეს.
მოსწავლეთა პედაგოგი მაია ჯაშიაშვილი გახლავთ.
მოსწავლეები შემოქმედებით საქმიანობაში ჩაერთვნენ. გაეცნენ საკუთარ რაიონში არსებულ ისტორიულ ძეგლებს, საკუთარი სურვილით შეარჩიეს ფარცხისის ციხე და მარაბდა. მოსწავლეებმა ისტორიული ძეგლები დაათვალიერეს, სურათები გადაიღეს და მათ შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, სკოლაში დაბრუნების შემდეგ კი თანატოლების კულტურული ძეგლებით დაინტერესება გადაწყვიტეს და მათ ძეგლების ისტორია გააცნეს.
ამ კომპლექსური დავალების პირობის საფუძველზე მოსწავლეებმა ვიდეოები ჩაწერეს.
გთავაზობთ ორი მოსწავლის მარი ვარდიაშვილის და თამუნა გონგაძის მომზადებულ ვიდეორგოლებს და ვიდეოკოლაჟს.