საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინეს
31-10-2017
საქობოს საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში ჩატარდა ღონისძიება ''მოვეფეროთ იაკობს და დედა ენას''.
ლამაზად მორთულ საკლასო ოთახში მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ''დედაენაზე'' შექმნილი ლექსები და სიმღერები. მოსწავლეებმა საცეკვაო ნომრებიც შეასრულეს.
''ბავშვები დიდი მოდომებით ემზადებოდნენ ამ დღისთვის. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები, უნარ-ჩვევები მაქსიმალურად წარმოაჩინეს. ღონისძიების მიზანიც სწორედ ეს იყო,'' - აღნიშნეს საქობოს სკოლის მასწავლებლებმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს