ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით პრეზენტაცია მოამზადეს
17-12-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით პრეზენტაცია მოამზადეს.

მოსწავლეებმა იმსჯელეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ საქართველო ტოლერანტობის მაგალითი ქვეყანაა.

ბავშვებმა პრეზენტაციაზე მუშაობის დროს განაცხადეს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მიუხედავად მისი რელიგიისა, კულტურისა თუ წარმომავლობისა.

ტოლერანტობის დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203