ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ცირეკიძე სამ პედაგოგს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
17-12-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგმა ქეთევან სარალიძემ, ისტორიის მასწავლებელმა გიორგი წერეთელმა და რუსული ენის პედაგოგმა ელისო რობაქიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს. 

დირექტორი ინგა ცირეკიძე მასწავლებლებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203