მარტყოფის N1 სკოლის პედაგოგებმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს
17-12-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ლია კეჟერეშვილმა, ნინო ივანაშვილმა, ნანა გოგილაძემ და მაია ძამაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ.

„სკოლა წარმატებებს ულოცავს პროფესიულ განვითარებაზე მზრუნველ, საქმიან და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მასწავლებლებს, რომლებმაც დადებითი შეფასებები (4 კრეტიტი) მოიპოვეს გარე საგაკვეთილო დაკვირვებაში და დაიმსახურეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი:

  • ლია კეჟერეშვილი (გეოგრაფია);
  • ნინო ივანაშვილი (დაწყებითი საფეხური);
  • ნანა გოგილაძე (დაწყებითი საფეხური);
  • მაია ძამაშვილი (დაწყებითი საფეხური).

6 მასწავლებლიდან, რომლებმაც დაგეგმეს პროფესიული განვითარება, 5-მა აღნიშნულ სასწავლო წელს უკვე მიაღწია წარმატებას. ველოდებით მხოლოდ ლია ეპიტაშვილის - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის შედეგებს.

მრავალი წარმატება ჩვენს გუნდს!

მადლობა მასწავლებლთა განვითარების პროფესიულ ცენტრს“,-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203