„სწავლა კეთებით“- თბილისის N48 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა სახალისო დავალება შეასრულეს
17-12-2020

თბილისის N48 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო და „გემრიელი“ ვიდეორგოლები მოამზადეს. მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს.

„აქტივობის მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ თეორიულად მიღებული ცოდნის ტრანსფერი (გადმოტანა) რეალურ ცხოვრებაში, ისწავლონ „კეთებით“ და ისაუბრონ ინგლისურად, რაც ძირითად პრობლემას წარმოადგენს ქართულენოვანი მოსწავლეებისათვის. ბავშვებმა კარგად გაართვეს თავი ამ სახალისო დავალებას.

გთავაზობთ ხმათა უმრავლესობით გამოვლენილ ოთხ საუკეთესო ვიდეორგოლს. მცირედ შეცდომებს პირველ ცდაზე, იმედია, გვაპატიებთ.

დიდი მადლობა ინგლისურის პედაგოგს თამარ გელენიძეს და მშობლებს, თანამშრომლობისა და დახმარებისთვის!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეოები







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203