ბათუმის N18 სკოლის მოსწავლეებმა სადღესასწაულო ფორმები მოირგეს და საახალწლო მუსიკალური სავარჯიშოები შეასრულეს
17-12-2020

ბათუმის N18 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაია ჟღენტი მოსწავლეთა საახალწლო განწყობაზე ზრუნავს და მათ სახალისო, სადღესასწაულო აქტივობებს სთავაზობს

ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სადღესასწაულო ფორმები მოირგეს და საახალწლო მუსიკალური სავარჯიშოები შემოგვთავაზეს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სასწავლო პროცესი საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს. 

პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან. მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ. 

იხილეთ ვიდეოები






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203