რუსთავის N5 სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი ორიგინალურად მიულოცეს
17-12-2020

რუსთავის N5 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებს დამდეგი შობა-ახალი წელი ორიგინალურად მიულოცეს. მოსწავლეებისთვის დისტანციურ სწავლებასა და სიშორეს ხელი არ შეუშლია და მათ საახალწლო ღონისძიება თეატრალურად წარმოადგინეს. პატარებმა ვიდეო მოამზადეს, სადაც საუბრობენ, თუ როგორ ხვდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახალ წელს.

„ძვირფასო კოლეგებო, ხშირად არ გახსენებთ თავს...ახლა ქრისტეშობის თვეა, მადლით სავსე თვე...ბარბარობა გვითენდება, მალე-შობა-ახალი წელი! ჩემს მოსწავლეებს პატარა, მოკრძალებული „მისალოცი“ აქვთ თქვენთვის. ახლანდელ და მომავალ მასწავლებლებს, სკოლის მთელ კოლექტივს ულოცავენ დამდეგ ახალ წელს. სულ ათიოდე წუთით მოგწყვეტთ საქმეს, რათა გისურვოთ სიკეთის, მშვიდობის, ჯანმრთელობის გზაზე მავალი ახალი წელი. აჟრიამულებულ სკოლაში გვევლოს, ჩემო ძვირფასებო! ვის, თუ არა ჩვენ, კარგად გვესმის: ცოცხლობდე - ნიშნავს იბრძოდე, იბრძოდე-ნიშნავს ცოცხლობდე. ჰოდა, ვიცოცხლოთ, მრავალჟამიერ“,-აღნიშნავს კლასის პედაგოგი.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203